ლუის ენრიკეს სურს, რომ პსჟ-მ მიმდინარე სეზონი წაუგებლად დაასრულოს. მან ამის შესახებ ლიგა 1-ის 28-ე ტურში ხვალ შინ „ანჯერთან“ გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომლის მოგების შემდეგ პარიზელები, რომელთა რიგებში ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონობას 6 ტურით ადრე გაინაღდებენ.
„გავიმეორებ იმას, რასაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვამბობდი – ჩვენ პრაქტიკულად ჩემპიონები ვართ, მაგრამ სეზონი ლიგა 1-ში ხვალ არ დასრულდება. ჩვენ რამდენიმე რეკორდი უნდა დავამხოთ. ვეცდებით მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები ვიყოთ.
რა თქმა უნდა, გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად ტიტულის მოგებას ვიზეიმებთ. ძალიან მოტივირებული ვართ, რომ ლიგა 1 სახლში ჩვენი ქომაგების თვალწინ მოვიგოთ. ეს განსაკუთრებული მომენტი იქნება, რომლისთვის მზად უნდა ვიყოთ.
არის რეკორდები, რომლებიც დღევანდლამდე არ მაინტერსებდა. მაგალითად, არის იდეა, რომ ეს სეზონი წაგების გარეშე დავასრულოთ, რაც სეზონის ბოლოსთის უკეთესად მოსამზადებლად დაგვეხმარება“- იუწყება ესპანელი სპეციალისტის ნათქვამს პსჟ-ს ოფიციალური ვებგვერდი.
ლაშა თაბაგარი
