მტკ რომლის შემადგენლობაში ილი ბერიაშვილი გამოდის უნგრეთის თასის 1/2-ფინალში გავიდა,
1/4-ფინალში ბუდაპეშტელებმა „ფეჰერვარს“ უმასპინძლეს, სადაც ალექსანდრე კალანდაძე თამაშობს 4:2 დაამარცხეს. ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადგენლობაში იყო – კალანდაძე 76-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო ბერიაშვილმა მოედანი მე-80 წუთზე დატოვა.
სტუმრები მე-20 წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო მასპინძლებმა ანგარიში 51-ე წუთზე გაათანაბრეს. 55-ე წუთზე მტკ წინ გავიდა, 73-ეზე კი ორი ბურთით დაწინაურდა. 76-ე წუთზე სტუმრებმა გოლი თავის კარში გაიტანეს. მტკ-მ მეორე გოლი 89-ე წუთზე გაუშვა.
ლაშა თაბაგარი
