კრაიოვას „უნივერსიტატია“, სადაც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის რუმინეთის თასიდან გავარდა. 1/4-ფინალში კრაიოველები სტუმრად „კლუჟს“ დაუპირისპირდნენ და მატჩის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, ხოლო სასტარტოში მყოფმა საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა 50-ე წუთზე საგოლე გადაცემა ბაირამს მისცა, რომელმაც ანგარიში გახსნა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი 59-ე წუთზე კამარამ გაიტანა.
გამარჯვებული ვერც დამატებითმა დრომ გამოავლინა და „კლუჟმა“ პენალტების სერიაში 5:4 გაიმარჯვა. კრაიოველებიდან პირველი თერთმეტმეტრიანი მექვაბიშვილმა გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





