ინგლისის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტან ჰარი კეინისთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება ცხოვრების ოცნებაა.
„ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ცხოვრების ოცნებაა. მიმდინარე წელს ამის შანსი სახლში ჩვენი გულშემატკივრების წინაშე გვაქვს. ვფიქრობ, ასეთი გამარჯვება კიდევ უფრო განსაკუთრებული იქნება.
წინ დიდი და რთული მატჩი გველოდება მეოთხედფინაში „ინტერთან“, რომლისთვის მაქსიმალურად უნდა მოვემზადოთ. როდესაც „ჩვენი დღეა“ ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია. საკმაოდ კარგი გუნდი ვართ, რომ ეს მოვახერხოთ, მაგრამ მთავარია ორივე შეხვედრაში სტაბილურები ვიყოთ, ხოლო შემდეგ გამოჩნდება რამდენად შორს წავალთ.
რა თქმა უნდა, ვიცით ჩვენი გულშემატკივრებისთვის რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ფინალი მიუნხენში ჩატარდება. ეს დამატებით მოტივაციას გვაძლევს“ – იუწყება „ბაიერნის“ ფორვარდის ნათქვამს espn.com.
ლაშა თაბაგარი




