რონალდოს მწვრთნელად გვარდიოლა სურს

0
96

ლეგენდარულ ბრაზილიელ თავდამსხმელ რონალდოს თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების სათავეში პეპ გვარდიოლას ხილვა სურს.
გასულ თვეში ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ დაკავებული თანამდებობიდან დორივალ ჟუნიორი დაითხოვა, რომელიც გუნდს 2024 წლის იანვრიდან ავარჯიშებდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბრაზილიის ფეხბურთის ხელმძღვანელები გვარდიოლას, იტალიელი კარლო ანჩელოტის და პორტუგალიელი ჟორჟე ჟეზუშის კანდიდატურას განიხილავენ.
„მე გვარდიოლას, ჟეზუშის ან ფერეირას დანიშვნაზე ვიზრუნებდი სწორედ ასეთი მიმდევრობით. თუ ამ ვარიანრებიდან არცერთი გამოვა, რენატუ გაუშუს მოვიწვევდი“ – განაცხადა რონალდომ ბრაზილიურ ტელეარხ Band TV-სთან.
ლაშა თაბაგარი