გოგლიჩიძის „ემპოლის“ ფინალში თამაში სათუოა

0
16

„ემპოლის“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის თასის ფინალში გასვლა ძალიან გაუჭირდება. 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში ტოსკანელები შინ „ბოლონიას“ დაუპირისპირდნენ და 0:3 წააგეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი თადარიგში იყო და თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო.
სტუმრებიდან 23-ე წუთზე ანგარიში ორსოლინიმ გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე თავი დალინგამ გამოიჩინა. 51-ე წუთზე დალინგამ მესამე გოლი გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 24 აპრილს ბოლონიაში ჩატარდება.
უნგრეთის თასიდან გავარდა “ნირედჰაზა”, რომლის ღირსებას ნიკა კვეკვესკირი იცავს. 1/4-ფინალში “ნირედჰაზამ” სტუმრად “ზალაეგერშეგისთან” 0:2 წააგო, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტანმა ორი ტაიმი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.
ლაშა თაბაგარი