პსჟ თასის ფინალში კვარაცხელიას გარეშე გავიდა

0
20

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საფრანგეთის თასის 1/2-ფინალში სტუმრად რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „დუნკერკთან“ ჩატარებულ მატჩშ ვერ დაეხმარა. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს ვირუსი ჰქონდა და ამიტომ, განაცხადში არ იყო.
განვლილი შეხვედრა მიულოდნელად დაიწყო, რადგან მე-7 წუთზე ანგარიში სასომ გახსნა, ხოლო 20 წუთში ალ საადმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 45-ე წუთზე უსმან დემბელემ ერთი ბურთი გაქვითა. 48-ე წუთზე ანგარიშ მარკინიოსმა გაათანაბრა. 62-ე წუთზე დეზირ დუემ პარიზელები დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე დემბელემ დუბლი შეასრულა. მიმდინარე სეზონში დემბელემ ყველა ტურნირში 34 გოლი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ 25-ჯერ თავი მიმდინარე წელს გამოიჩინა.
თასის მეორე ფინალისტის ვინაობა დღეს მეოთხე დივიზიონის წარმომადგენელ „კანსა“ და „რეიმსს“ შორის გასამართ მატჩში გაირკვევა. ცნობისთვის, პსჟ-მ საფრანგეთის თასი 15-ჯერ მოიგო, რაც რეკორდია.
ლაშა თაბაგარი