ტიერი ანრი: „სირცხვილია, რომ მან „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო“

0
29

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის „არსენალის“ ექსფორვარდ ტიერი ანრის აზრით, სირცხვილია, რომ თავის დროზე „ლივერპულის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივენ ჯერარდმა „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო.
„სირცხვილია, რომ 2005 წელს სტამბოლში გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად არ დაასახელეს. ჩემთვის ჯერარდი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია“ – განაცხადა ანრიმ Give me Sport-თან ინტერვიუში.
ჯერარდი „ლივერპულში“ 1998-1999 წლების სეზონის 2014-2015 წლების სეზონამდე გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 710 მატჩში 185 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი