„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა პორტუგალიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ბრუნუ ფერნანდეშის გაყიდვა გამორიცხა.
„ეს არ მოხდება. ის არსად წავა. ჩვენ კიდევ ერთხელ გვსურს პრემიერლიგის მოგება და ამიტომ, საუკეთესო მოთამაშეები უნდა შევინარჩუნოთ. ბრუნუ არ წავა, რაც მას ვუთხარი.
ის ჯერ 30 წლისაა და ისეთი ახალგაზრდაა, რომ სეზონში 50-55 მატჩის ჩატარება შეუძლია. ბრუნუ იმ ფეხბურთელებს შორისაა, რომლების აქ ხილვა გვუსრს და არსად წავა“ – იუწყება ამორიმის ნათქვამს იტალიელი ჟურნალისტი გაბრიციო რომანო.
ლაშა თაბაგარი
