ერლინგ ჰოლანდისთვის სეზონი დასრულდა

0
25

„მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა, რის შესახებ ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
ნორვეგიის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა  ინგლისის თასის 1/4-ფინალში „ბორნმუთთან“ 2:1 მოგებულ მატჩში კოჭი დაიზიანა და 61-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მატჩის შემდეგ სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
ჰოლანდი „სიტის“ 2025 წელს გასამართი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის დაუბრუნდება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში 15 ივნისიდან 13 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
24 წლის ჰოლანდმა ამ სეზონში ყველა ტურნირში ჩატარებულ 40 მატჩში 30 გოლი ჩაატარა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი