გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის “სპორტინგის” ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია “ლევანტეს” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ვალენსიურ კლუბში მიმდინარე წლის 30 ივნისამდე იჯარით დარჩება, რის შემდეგ პორტუგალიურ გრანდს მიაშურებს.
ქოჩორაშვილმა ლისაბონელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ “ლევანტე” 5,5 მილიონ ევროს მიიღებს და კიდევ 2 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული. გარდა ამისა. თუ მომავალში “სპორტინგი” ქართველს გაყიდის, “ლევანტეს” ტრანსფერის თანხის 12,5 პროცენტი შეხვდება. ლისაბონური კლუბიდან ქოჩორაშვილის გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.
25 წლის ფეხბურთელი “ლევანტეში” 2019-2020 წლების სეზონში ჩაირიცხა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 57 მატჩში 9 გოლი გაიტანა. მან ჩენს ეროვნულ გუნდში 19-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი





