ევრობასკეტი 2025-ის წილისყრა გაიმართა და პლეი ოფში გასასვლელი ამოცანა რთულია: ესპანეთი, კვიპროსი, საბერძნეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა და იტალია.
წილისყრის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჩვენი ეროვნული საკალათბურთო გუნდის სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა:
„მნიშვნელოვანია სწორად გავაანალიზოთ და მოლოდინიც შესაბამისი დავსახოთ.
უნდა გვესმოდეს რა სიძლიერის მეტოქეები გვეყოლება, როგორი რთული გრაფიკი იქნება კვიპროსზე და ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ხელთაა.
იმედია, ყველა ჯანმრთელი იქნება და მაქსიმალური მოტივაციით, მობილიზებით, დისციპლინით, თავდადებით გავაკეთებთ ჩვენ საქმეს“.
