ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას „უნივერისტატიას“ რიგებში რუმინეთის უმაღლეს დივიზიონში გოლი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა.
საჩემპიონო ჯგუფის მეორე რაუნდშ კრაიოველები სტუმრად ბუქარესტის „რაპიდს“ შეხვდნენ და 2:1 დაამარცხეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-18 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შესული თანაგუნდელის ზუსტი გადაცემის შემდეგ, ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. მან მიმდინარე სეზონში მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 1 საგოლე პასი მიითვალა. ის 78-ე წუთზე შეცვალეს. „უნივერსიტატია“ 32-ე ქულით 6-გუნდიან საჩემპიონო ჯგუფში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი




