ყაზაიშვილმა სეზონში თავი მეორედ გამოიჩინა

0
51

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის სუპერლიგაში ამ სეზონში თავის ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა.
„შანდუნმა“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსნახევარმცველი გამოდის, სტუმრად „მეიჟუს“ 4:3 აჯობა. ყაზაიშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმისთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-10 წუთზე ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 1:3. ის შესვენებაზე შეცვალეს.
იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „კომოს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. ჩვენი ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ სასტარტოში ითამაშა და მე-12 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 70-ეზე შეცვალეს. მასპინძლებიდან 61-ე წუთზე ანგარიში დოუვიკასმა გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე საპასუხო ბურთი კუამემ გაიტანა. „ემპოლის“ ზედიზედ 15 თამაშია არ მოუგია (4 ფრე და 11 წაგება) და 23 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში „ფროზინონემ“ გასვლაზე „სამპდორიას“ 3:0 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე სასტარტოში არ დააყენეს და თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მან თავის ანგარიშზე საგოლე პასი ჩაიწერა, როდესაც 85-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე გაჭრილმა გედიემისს გაატანინა. „ფროზინონე“ 36 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი