გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში მაღალ დონეზე მორიგი მატჩი ჩაატარა.
23-ე ტურში, „სარაევო“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გამოდის, „იგმანი“ მიიღო და 3:0 დაამარცხა.
გულიაშვილმა მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა და 79-ე წუთზე, როდესავ „სარაევო“ 1:0 იგებდა, ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. 82-ე წუთზე გულიაშვილმა დუბლი შეასრულა და ჩემპიონატში გატანილი გოლების რაოდენობა 16-მე გაზარდა.
გარდა ამისა, მან თასზე თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა. „სარაევო“ 49 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ჰაიდენჰამმა“ გასვლაზე „ვოლფსბურგს“ 1:0 აჯობა. სტუმრებში ჩვენი ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ორი ტაიმი ითამაშა. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე პიერინგერმა გაიტანა, „ჰაიდეჰნაიმი“ 22 ქულით 18 გუნდში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
