ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიას“ მაისურით მიმდინარე სეზონში პოლონეთის ექსტრაკლასაში თავისი მეორე გოლი გაიტანა.
26-ე ტურში კრაკოველები შინ „პუშჩას“ შეხვდა და 3:1 აჯობა. კაკაბაძემ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა და 44-ე წუთზე, როდესაც სტუმრები იგებდნენ, ანგარიში გაათანაბრა – 1:1. იუგასის პასის მერე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ბურთი მიწაზე დაუშვებლად ერთი შეხებით შეაგდო.
„კრაკოვია“ 41 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი
