ნონიკაშვილის მეშვიდე გოლი სლოვაკეთში

0
8

ლევან ნონიკაშვილმა სლოვაკეთის რანგით მეორე ლიგაში მიმდინარე სეზონში თავისი მეშვიდე გოლი გაიტანა.
მე-19 ტურში „ზლატე მორავცე“, რომელშიც ქართველი ნახევარმცველი გამოდის, ზედა ლიგაში დაწინაურებისთვის ერთ-ერთ კონკურენტს „ლიპტოვსკი მიკულაშს“ შინ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
ნონიკაშვილი სასტარტო შემადგენლობაშ იყო და 71-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 1:0 იგებდნენ, ბურთი საჯარიმოში მიიღო, რის შემდეგ კარში გადაგზავნა. ის 90-ე წუთზე შეცვალეს,
უზბეკეთის სუპერლიგის მე-3 ტურში „ბუნედკორი“ შინ „თერმეზს“ შეხვდა და 3:1 აჯობა. მასპინძლების სასტარტო შემადგებლობაში ორივე ქართველმა ლეგიონერმა ნიკა მალიმ და იმედა აშორტიამ ითამაშეს – პირველი 74-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო მეორე 85-ეზე. აშორტიამ მოედნიდან გასვლამდე პენალტი გამოიყენა და ანგარიშში სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა – 2:0. მან მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა. „ბუნედკორი“ 7 ქულით 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი