მიქაუტაძის მორიგი გოლი „ლიონში“

0
17

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით თავი ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში გამოიჩინა. საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში ლიონელები გასვლაზე სატურნირო ცხრილში უშულო კონკურენტ „სტრასბურგს“ შეხვდნენ და 2:4 დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და ძირითადი დროსთვის მსაჯის მიერ დამატებულ მე-6 წუთზე პენალტი გაიტანა. მან განვლილ შეხვედრაში ერთ ეპიზოდში ბურთი ზედა ძელსაც მოახვედრა.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 27 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე 2 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო. მან ევროპა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაში პირველი დუბლი „გალათასარაისთან“ მიითვალა.
ლაშა თაბაგარი