ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ აუტსაიდერს ვერ მოუგო

0
23

„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, თავის მოედანზე აუტსაიდერ „პლიმუტს“ ვერ მოუგო – 0:0.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „უოტფორდი“ 24 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა,
„გრანადა“, სადაც გიორგი წიტაიშვილი თამაშობს, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 33-ე ტურში გასვლაზე ერთ-ერთ აუტსაიდერ „ტენერიფეს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველი სასტარტოში არ დააყენეს და 65-ე წუთზე შეცვალეს. გრანადელებმა თამაში 10 კაცით დაასრულეს, რადგან 75-ე წუთზე ფეხბურთელი გაუძევეს. „გრანადა“ 49 ქულით 22-გუნდიან მე-8 პოზიციაზეა.
არნემის „ვიტესი“, რომლის ღირსებას ირაკლი ეგოიანი იცავს ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის 32-ე ტურში „ტელსტარს“ ეწვია და 0:1 წააგო. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. „ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 8 ქულით 20 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი