„ბაიერნი“ მიულერს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

0
68

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები თომას მიულერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებენ, იუწყება ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი,
„ბაიერნის“ მესვეურები ასეთ გადაწყვეტილებამდე გერმანიის ეროვნული ნაკრების ფორვარდთან ორრაუნდიანი მოლაპარაკების შემდეგ მივიდნენ. მიულერს მიუნხენელებთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის ზაფხულში უმთავრდება.
ის „ბაიერნის“ აღზრდილია და მთელი კარიერა ამ კლუბში გაატარა. მან 2008 წლიდან დღემდე პირველ გუნდში ყველა ტურნირში 741 მატჩი ჩაატარა და 247 გოლი გაიტანა. მიულერი ბუნდესნაკრებში 2010-2014 წლებში თამაშობდა და 131 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 45-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი