გვარდიოლა პრემიერლიგაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

0
17

პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ესპანელი თავკაცი თვეში 1,98 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე მისი თანამემამულე მიკელ არტეტაა, რომლის ხელფასი ლონდონის „არსენალში“ თვეში 1,48 მილიონი ევროა. მესაპე პოზიციაზე „ევერტონის“ შოტლანდიელი დამრიგებელი დევიდ მოიესია, რომელლიც თვეში 1,23 მილიონ ევროს იღებს.
გვარდიოლა “სიტის” 2016 წლის ზაფხულიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით მანჩესტერელებმა ინგლისის პრემიერლიგა 6-ჯერ, ინგლისის ლიგის თასი ოთხჯერ, ინგლისის ასოციაციის თასი ორჯერ, ინგლისის სუპერთასი სამჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი თითოჯერ მოიგეს.
მიმდინარე სეზონში ჩატარებული 29 ტურის შემდეგ, „სიტი“ 48 ქულით მეხუთე ადგილზეა. „არსენალი“ 58 ქულით მეორეა, ხოლო „ევერტონი“ 34 ქულით – მე-15. პირველ ადგილზე ნიდერლანდელი არნე სლოტის გაწვრთნილი „ლივერპულია“ 70 ქულით.
ლაშა თაბაგარი