დიეგო სიმეონეს ესპანეთის ლა ლიგაში მომუშავე მწვრთნელებს შორის ყველაზე დიდი ხელფასი აქვს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, მადრიდის „ატლეტიკოს“ არგენტინელი თავკაცი თვეში 2,17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე მადრიდის „რეალის“ ესპანელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტია, რომლის ხელფასი თვეში 910000 ევროა, ხოლო მესამეზე „ბარსელონას“ გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, რომელიც წელიწადში 830000 ევროს იღებს.
სიმეონე მადრიდელებს 2011 წლიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ესპანეთის ლა ლიგა 2-ჯერ, ხოლო ესპანეთის თასი, სუპერთასი, ევროპის ლიგა და უეფას ევროპის სუპერთასი თითოჯერ მოიგო. გარდა ამისა, მან გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გაიყვანა და ორივეჯერ დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი
