იგორ ტუდორი: “არავისთვის იმედის გაცრუება არ მსურს“

0
6

ტურინის “იუვენტუსის” ახალი მთავარი მწვრთნელის იგორ ტუდორის განცხადებით, არავისთვის იმედის გაცრუება არ სურს. ხორვატმა სპეციალისტმა, რომელიც გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თავდაპირველად მსურს მადლობა გადავუხადო კლუბის დირექტორს და ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ამ დიადი გუნდის გაწვრთნის საშუალება მომცეს. არავისთვის იმედის გაცრუება არ მსურს და მინდა სწორი სამუშაო შევასრულო. ემოცია მაქვს, რადგან „იუვენტუსი“ ის კლუბია, რომლის გაწვრთნა ნებისმიერს სურს. მინდა ვიმუშავო და იმ მიზანს მივაღწიო, რომელიც ყველამ ვიცით“ – თქვა 46 წლის ტუდორმა, რომელიც ბოლოს რომის „ლაციოში“ მუშაობდა და 2024 წლის ივნისში დაითხოვეს.
სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხორვატი „იუვენტუსში“ უკვე მუშაობდა, როდესაც ანდრეა პირლოს თანაშემწე იყო. გარდა ამისა, ის  ხორვატულ „ჰაიდუკს“, ბერძნულ პაოკს, თურქულ „ქარაბუქსფორს“ და „გალათასარაის“, იტალიის „ვერონას“ და „უდინეზეს“ ხელმძღვანელობდა.
ლაშა თაბაგარი