ვლახოვიჩი იტალიაში ყველაზე მეტს გამოიმუშავებს

0
3

დუშან ვლახოვიჩი იტალიის სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe-ს ინფორმაციით, სერბეთის ეროვნული გუნდის ფორვარდი ტურინის „იუვენტუსში“ თვეში 1.62 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე მილანის „ინტერის“ არგენტინელი თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესია – 1,39 მილიონი ევრო. მესამე პოზიციაზე „რომას“ არგენტინელი ფორვარდი პაულუ დიბალაა – 1,08 მილიონი ევრო.
„ინტერის“ ნახევარმცველის ნიკოლო ბარელას ხელფასი თვეში 1 მილიონი ევროა და მაღალანაზღაურებადებში მეოთხეა, ხოლო ხუთელის ბოლოში „ინტერის“ შუახაზელი ჰაკან ჩალჰანოღლუა თვეში 930000 ევროთი.
L’Equipe-ს ცნობით სახელფასო თანხის რაოდენობა გადასახადების დაქვითამდეა მითითებული.
ლაშა თაბაგარი