ვინისიუს ჟუნიორი: „კიდევ ერთი მსოფლიო ჩემპიონატის წაგება არ მინდა“

0
7

ვინისიუს ჟუნიორს მიაჩნია, რომ ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ცვლილებები სჭირდება. მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად არგენტინასთან 1:4 მარცხის შემდეგ განაცხადა.
„ყველაფერი კარგად უნდა გავაანალიზოთ. გასახდელში შევედით და სათქმელი არაფერი გვქონდა. მოდით, ცოტა დავფიქრდეთ იმაზე რაც მოედანზე გავაკეთეთ. ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ხოლო არგენტინა თავისი გულშემატკივრების წინაშე საუცხოოდ გამოიყურებოდა. ცვლილებები საჭიროა. მე მსოფლიო ჩემოიონატზე ვითამაშე და წავაგე. კიდევ ერთის წაგება არ მინდა“ – იუწყება მადრიდის „რეალის“ გარემარბის ნათქვამს AS,
არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა 31 ქულით სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ციკლის 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ბრაზილია 21 ქულით მეოთხეა.
ლაშა თაბაგარი