საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი პსჟ-ს თავდამსხმელი უსმან დემბელეა, რომელიც თვეში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება.
მეორე ადგილზე პარიზელთა ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარკინიოსია – 1,12 მილიონი ევრო, ხოლო მესამეზე დედაქალაქელთა მარცხენა მცველი ლუკა ერნანდესი – 1,1 მილიონი ევრო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების და პსჟ-ს ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია თვეში 900000 ევროს იღებს და საფრანგეთის ჩემპიონატის მაღალანაზღაურებადებს შორის მეექვსე-მეშვიდე ადგილს თანაგუნდელ პორტუგალიელ ვიტინიასთან ერთად იყოფს.
L’Equipe-ს ინფორმაციით, „ლიონის“ და ჩვენი ეროვნული გუნდის თავდმსხმელი გიორგი მიქაუტაძე თვეში 280000 ევროს გამოიმუშავებს, „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველის ზურიკო დავითაშვილის ხელფასი კი, თვეში 60000 ევროა.
ლაშა თაბაგარი
