საფრანგეთის საფეხბურთო ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი ლუის ენრიკეა. ავტორიტეტული გამოცემა L’Equipe-ის ინფორმაციით, პსჟ-ს ესპანელი თავკაცი თვეში 1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
მეორე ადგილზე „მარსელის“ იტალიელი დამრიგებელი რობერტო დე ზერბია, რომლის ანაზღაუარება თვეში 550000 ევროა. მესამე ადგილზე გიორგი მიქაუტაძის „ლიონის“ პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი პაულუ ფონსეკაა, რომლის ხელფასი თვეში 320000 ევროა.
პირველ ხუთეულში ასევე ადი ჰიუტერი („მონაკო) და ბრუნო ჟენეზიო („ლილი“) შედიან – შესაბამისად 250000 და 220000 ევრო.
პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის 26 ტურშ მოპოვებული 68 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერია. მეორე ადგილზე „მარსელია“ 49 ქულით, მესამეზე – „მონაკო“ (47 ქულა), მეოთხეზე – „ნიცა“ (47 ქულა), ხოლო მეხუთეზე – „ლიონი“ (45 ქულა).
ლაშა თაბაგარი
