რამაზ სვანაძე: „ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე შედეგს გამოიღებს“

0
46

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი თურქეთში ჩატარებული შეკრებით და ამხანაგური თამშებით კმაყოფილია. ევრო 2025-ისთვის მზადების ეგიდით ჩვენმა ახალგაზრდულმა ორი სპრინგი გაამრთა – ფინეთს 4:2 აჯობა, ხოლო სერბეთს – 3:1.
რამაზ სვანაძე: „კარგი თამაში გამოვიდა. სერბეთთან მთავარი იყო ყველა ის ფეხბურთელი გვენახა, რომლებიც შეკრებაზე გამოვიძახეთ, თავის გამოჩენის შანსი ყველამ მიიღო.
სერბეთის სახით ძალიან კარგ, ძალისმიერ გუნდს შევხვდით. მეორე ტაიმით კმაყოფილი არ ვარ, რადგან სასურველი ხარისხი არ გვქონდა, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება განვახორციელეთ.
ამ მატჩებში ბევრი დადებითი მომენტი გამოჩნდა, ნაკლოვანებებიც დავინახეთ. მთავარია, ეს ყველაფერი შევაფასოთ, სწორად გავაანალიზოთ და ევროპის ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდეთ.
ჩვენ 8-9-დღიანი სავარჯიშო პროცესით განებივრებულები არ ვართ, ოფიციალური შეხვედრების სპეციფიკა კი განსხვავებულია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ძალიან ნაყოფიერი შეკრება გამოვიდა. ბევრი ვიშრომეთ და ვფიქრობ, ეს ყველაფერი ევროპის ჩემპიონატზე შედეგს აუცილებლად გამოიღებს“.
ლაშა თაბაგარი