გორის “დილამ” ორი ახალი ფეხბურთელი დაიმატა – პორტუგალიელი მცველი ტიაგო ილორი და ასევე უკანახაზელი თედო კიკაბიძე. ამის შესახებ გორელთა პრესსამსახური იუწყება:
:32 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტიაგო ილორი ,,დილას” ფეხბურთელია. მასთან. ილორი პორტუგალიის ყველა ასაკობრივი და ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრი გახლდათ.
“პორტუს” აღზრდილ ცენტრალურ მცველს, კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია ისეთ კლუბებში როგორიცაა ,,ლივერპული”, ,,ასტონ ვილა”, “ბორდო”, “ლორიენი” და ესპანური “გრანადა”. ტიაგო ილორი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
28 წლის მარჯვენა მცველი თედო კიკაბიძე კარიერას ,,დილაში” გააგრძელებს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა.
თედო საქართველოს ფარგლებს გარეთ იტალიის სერია D-ს 2 კლუბის, “ოსტიამარეს” და ,,ანზიოს” ღირსებას იცავდა. ის წყალტუბოს ,სამგურალის” კაპიტანი იყო, ბოლოს კი მალტის კლუბ ,,სლიემას” ღირსებას იცავდა”.
ლაშა თაბაგარი
