ლისაბონის „სპორტინგი“ მზადაა გიორგი ქოჩრაშვილის სანაცვლოდ ესპანურ „ლევანტეს“ 7 მილიონი ევრო გადაუხადოს, რის შესაცებ ავტორიტეტული პორტუგალიური გამოცემა A Bola იუწყება.
ლისაბონელები საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველში 5,5 მილიონ ევროს პირდაპირ გადაიხდიან, ხოლო 1,5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელმა ვალენსიური კლუბის მაისურით ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ჩატარებულ 26 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. ის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
ლაშა თაბაგარი
