ლიონელ სკალონი: „ეს ყველაფერი იოლი სჩანს, მაგრამ ასე არაა“

0
49

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ბრაზილიასთან 4:1 გამარჯვების და ფინალურ ეტაპზე საგზურის მოპოვების შემდეგ განაცხადა, რომ ამ შედეგის მიღწევა იოლი არ იყო.
„ჩვენ 31 ქულა გვაქვს და შესაძლო, ეს ყველაფერი იოლი სჩანს. თუმცა, გარწმუნებთ, რომ საქმე ასე მარტივად არაა. როგორც ჩვენ ამას მივაღწიეთ შექებას იმსახურებს.
დღეს საწვრთნელ ბაზაზე ურუგვაის მიერ ბოლივიაში ჩატარებულ მატჩს ვუყურებდით, რომელიც 0:0 დასრულდა და გავიხსენეთ ჩვენ იქ 3:0 როგორ მოვიგეთ, რაც რთული იყო. არის ადგილები სადაც იტანჯები: სადღაც ცხელა, სადღაც ძალიან მაღლაა, ხოლო სადღაც ტიტი ტენიანობაა. აი, ასე მიმდინარეობს შესარჩევის თამაშები. მთავარი, რაც გვახარებს ისაა, რომ ფინალურ ტურნირზე გავედით“- იუწყება მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის ნათქვამს არგენტინული მედია.
არგენტინის ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან პირველია, რომელმაც მსოფლიო პირველობაზე თამაში გაინაღდა.
არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
ლაშა თაბაგარი