დორივალ ჟუნიორი: „არგენტინამ დამსახურებულად გაიმარჯვა“

0
20

ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დორივალ ჟუნიორმა, მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად არგენტინასთან 1:4 წაგების შემდეგ აღიარა, რომ მასპინძლებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს,
„ჩვენმა სათამაშო გეგმამ პირველი წუთიდანვე არ იმუშავა. უნდა ვაღიარო, რომ მეტოქემ გვაჯობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.
ჩვენ ხელშესახები მარცხი განვიცადეთ  და რთულ მდგომარეობაში ვართ. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ამ სიტუაციიდან გამოსავალს ვიპოვით“ – იუწყება ბრაზილიური მედია დორივალ ჟუნიორის ნათქვამს,
არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
ლაშა თაბაგარი