არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან პირველია, რომელმაც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის საგზური მოიპოვა.
ლიონელ სკალონის გაწვრთნილებმა თავისი ტრავმირებული კაპიტნის ლიონელ მესის გარეშე მე-14 ტურში ბრაზილია მიიღეს და 4:1 დაამარცხეს.
მასპინძლები მე-4 წუთზე ხულიან ალვარესმა დააწინაურა, ხოლო მე-12 წუთზე ენცო ფერნანდესმა მასპინძლები კიდევ უფრო დააწინაურა. 26-ე წუთზე სტუმრებიდან ერთი ბურთი მატეუს კუნიამ გაქვიათ.
37-ე წუთზე არგენტინის ნაკრებიდან თავი მაკალისტერმა გამოიჩინა. 71-ე წუთზე ბრაზილიელთა კარი ჯოვანი სიმეონემ აიღო და ეს გოლი შეხვედრაში ბოლო აღმოჩნდა.
არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას მუნდიალის შესარჩევში ორივე თამაში მოუგო. გარდა ამისა, არგენტინა პირველი გუნდია, რომელმაც მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ თამაშში 4 გოლი გაუტანა. მანამდე, არგენტინამ ბრაზილია სამი ან მეტი ბურთის სხვაობით 1963 წლის 24 მარტს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე აჯობა – 3:0.
მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა 31 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო ბრაზილია 21 ქულით მეოთხეა,
ლაშა თაბაგარი
