მიუნხენის „ბაიერნის“ მარცხენა მცველ ალფონსო დევისისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.
24 წლის ფეხბურთელმა კანადის ნაკრების შემადგენლობაში კონკაკაფის ერთა ლიგაში აშშ-სთან მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში მუხლის ჯვარედინის მყესები გაიწყვიტა და მე-12 წუთზე შეცვალეს. გერმანული გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, მას ოპერაცია ავსტრიის ქალაქ ინსბრუკში გაუკეთეს და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდება.
დევისმა ამ სეზონში მიუნხენელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი
