„რეალმა“ 6 თვეში 589,6 მილიონი ევრო გამოიმუშავა

0
62

მადრიდის „რეალმა“ მიმდინარე სეზონში 6 თვის განმავლობაში 589,8 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამის შესახებ გამოცემა As მადრიდული კლუბის შუალედურ ფინანსურ ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება. მადრიდელებმა გასული სეზონის ანაკლოგიურ პერიოდთან შედარებით 27,9 პოროცენტით მეტი თანხა მიიღეს.
„რეალის“ შემოსავალმა „სანტიაგო ბერნაბეუს“ არასათამაშო დღეებში ექსპლუატაციისგან 43,9 მილიონი ევრო შეადგინა.მატჩების დღეებში „რეალმა“ 149,6 მილიონი ევრო მიიღო. ცნობისთვის, ყველა ტურნირში შინ ჩატარებული 20 შეხვედრიდან 19-ში სტადიონზე 70000-ზე მეტი გულშემატკივარი მივიდა.
მიმდინარე სეზონში მარკეტინგისგან „რეალის“ შემოსავალმა 250,4 მილიონი ევრო შეადგინა. ამასთანავე, გაიზარდა თანხა, რომელიც კლუბმა ინდივიდუალური გყიდვებისგან, სპონსორებისგან და ლიცენზირებისგან მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2023-2024 წლების სეზონში მადრიდის „რეალი“ ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომლისშ ემოსავალმა მილიარდ ევროს გადააჭარბა.