ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ჰარი კეინის განცხადებით, თომას ტუხელთან მუშაობა სასიამოვნოა.მან ამის შესახებ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შინ ლატვიასთან 3:0 მოგებული მატჩს შემდეგ განაცხადა, რომელშიც მეტოქის კარი ერთხელ აიღო და ეროვნულ გუნდში გოლების რაოდენობა 71-მდე გაზარდა.
„ვფიქრობ, უფრო მრავალფეროვნად ვითამაშეთ და მეტი საგოლე მომენტი შევქმენით, ვიდრე ალბანეთთან შეხვედრაში. თუმცა, ისევ ძალიან რთული იყო 11 ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში, რომლებიც თავის საჯარიმოს ხაზთან დგანან. საერთო ჯამში, ორი მატჩის „მშრალი“ ანგარიშით მოგებით კმაყოფილი უნდა ვიყოთ. ჩვენ მოთმინება გვმართებდა.
ტუხელი ფანტასტიკურია. ის გუნდს მაშინვე შეეწყო. მასთან მუშაობა სასიამოვნოა და ნაკრებში ახალი ნაპერწკალი შემოიტანა“ – იუწყება ВВС კეინის ნათქვამს, რომელმაც ნაკრებში და „ბაიერნში“ ჩატარებულ ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
ტუხელი ინგლისის ნაკრებში მუშაობას მიმდინარე წლის 1 იანვრიდან შეუდგა და ზედიზედ ორი შეხვედრა საერთო ანგარიშით 5:0 მოაგებინა. ინგლისელებს მსოფლიო და ევროპის ჩემიონატების შესარჩევ ციკლშ შინ ზედიზედ 39 თამაშია არ წაუგიათ.





