საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი პოლ პოგბა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, მოედანზე დასაბრუნებლად ემზადება.
Fichajes-ის ინფორმაციით 32 წლის ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება “ინტერ მაიამიში” გადაწყვიტა, რომლის კაპიტანი ლიონელ მესია. მხარეებს შორის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და კონტრაქტი შესაძლოა უახლოს პერიოდში გაფორმდეს.
2023 წლის 11 სექტემბერს იტალიის სერია A-ს პირველ ტურში „უდინეზესთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, პოგბას სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა გაზრდილი იყო. განმეორებითმა დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. პოგბას ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს ანტისადოპინგო წესის დარღვევისთვისფრანგი 2023 წლის სექტემბრიდან „იუვენტუსთან“ ერთად აღარ ვარჯიშობს.
პოგბამ ანტისადოპინგო სააგენტოს გადაწყვეტილება საარბიტრაჟო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და 4-წლიანი დისკვალიფიკაცია 18 თვემდე შეუმცირეს. მას 2025 წლის მარტის თვიდან თამაშის უფლება აქვს.
ლაშა თაბაგარი





