ანჩელოტი საუკეთესო იტალიელ მწვრთნელად აღიარეს

0
57

მადრიდის „რეალის“ თავკაცი კარლო ანჩელოტი 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელად დაასახელეს,. რის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია იუწყება.
გასულ სეზონში, ანჩელოტის ხელმძღვანელობით მადრიდელებმა ესპანეთის ლა ლიგა ისე მოიგეს რომ მხოლოდ ერთ მატჩში დამარცხდნენ. გარდა ამისა, „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგაში/ ჩემპიონთა თასზე არსებობის ისტორიაში მეთხუთმეტედ გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ანჩელოტი “რეალის” ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. მანმადრიდელებთან ერთად 15 ტიტული მოიგო – ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ლაშა თაბაგარი