ლიონელ სკალონი: „გუნდი ყოველთვის სახელზე მაღლა დგას“

0
6

არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიონელ სკალონის აზრით, გუნდი ნებისმიერ სახელზე მაღლა დგას. მსოფლიო მოქმედი ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ მუნდიალის 2026 წლის შესარჩევ ციკლში სტუმრად ურუგვაისთან 1:0 გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
„თამაშით კმაყოფილი ვარ – არა გამარჯვებით, არამედ მთლიანად ჩვენი გამოსვლით. გუნდმა ხარისხიანი თამაში აჩვენა და ტრიბუნების ზეწოლას გაუძლო.
ფეხბურთელები იმას აკეთებდნენ, რაც ამა თუ იმ მომენტში მოეთხოვებოდათ. მარჯვენა ფლანგზე გარკვეული პრობლემა გვქონდა, რომელიც მეორე ტაიმში გამოვასწორეთ.
ალმადამ ლამაზი გოლი გაიტანა. ის პროგრესირებს და ისე თამაშობს როგორც გუნდ სურს. ეს მთავარია. ნაკრები პირველ ყოვლისა გუნდია. როდესაც ვიღაც გაკლია, მოედანზე სხვა მოთამაშე გადის. ჩვენ საუცხოო ფეხბურთელები გვყავს, რომლებიც ტრავმირებულებს ცვლიან. გუნდი ყოველთვის სახელზე მაღლა დგას.
ჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე არ ვფიქრობთ. თუ ყველაფერი სამშაბათს ბრაზილიასთან მატჩში გადაწყდება, ძალიან გაგვეხარდება. საერთო ჯამში, წინ თამაშიდან თამაშამდე მივდივაღ და  წინასწარ არაფერზე ვფიქრობთ“ – იუწყება სკალონის ნათქვამს არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური.
განვლილ შეხვედრაში არგენტინელებიდან ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ტიაგო ალმადამ გაიტანა. სკალონის გაწვრთნილი გუნდი 28 ქულით 10-გუნდიან სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ციკლს ლიდერობს.

ლაშა თაბაგარი