ალისონი არგენტინასთან მატჩს გამოტოვებს

0
22

ალისონი ბრაზილიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სტუმრად არგენტინასთან მატჩში ვერ დაეხმარება.
„ლივერპულის“ მეკარემ ტრავმა შინ კოლუმბიასთან 2:1 მოგებულ მატჩში მიირო. 78-ე წუთზე ალისონი და კოლუმბიელთა მცველი დავინსონ სანჩესი თავებით შეეჯახნენ, რის გამო, მოედანი დატოვეს. ბრაზილიის ნაკრების მეკარე როდრიგო ლასმარმა განაცხადა, რომ ალისონი ტვინის შერყევაზე ეჭვის გამო შეცვალეს, რადგან მას მსუბუქი თავბსურსხვევა ჰქონდა.
„ლივერპულის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ინგლისში მეკარე კლუბის პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ბრაზილია 21 ქულით 10-გუნდიან სამხრე ამერიკის შესარჩევ ციკლში მე-3 ადგილზეა – ლიდერ არგენტინას 7 ქულით ჩამორჩება, ხოლო მეორე ადგილზე მყოფ ეკვადორს ქულით.
ლაშა თაბაგარი