საფეხბურთო კლუბი „ბარსელონა“ თავის საკლუბო მაღაზიას თბილისში გახსნის, რის შესახებ კატალონიური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
კლუბში ლიცენზირების ბიზნესის განვითარების და მერჩანდაიზინგის კუთხით 3 ახალი მაღაზიის გახსნას გეგმავენ.
29 მარტს თბილისის ისტორიულ უბანში „ბარსელონა“ ესპანეთის საზღვრებს გარეთ თავის პირველ მაღაზიას გახსნის.
მეორე მაღაზია 1 აპრილს მალაგაში გაიხსნება, ხოლო მესამეს ზაფხულში პალმა დე მაიორკას აეროპორტში.
ლაშა თაბაგარი
