ახალგაზრდა ქართველი მეკარე „უნიონ სენ-ჟილში“

0
18

მეკარე გიორგი ყავლაშვილმა კონტრაქტი ბელგიის ერთ-ერთ წამყვან კლუბ „უნიონ სენ-ჟილთან“ გააფორმა. 18 წლის ფეხბურთელმა თავისი მომავალი „სენ-ჟილს“ 2028 წლის ზაფხულამდე დაუკავშირა.
ის ბელგიაში დაბადებულ-გაზრდილი, ხოლო გასულ წელს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ელიტ რაუნდში ავსტრიასთან და ლიეტუვასთან ითამაშა.
ყავლაშვილი „სენ-ჟილში“ გადასვლამდე, „ანტვერპენის“ და „ვესტერლოს“ ახალგაზრდულ გუნდებში გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი