17-წლამდელები ლიეტუვასთანაც დამარცხდნენ

0
65

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის B ლიგაში მეორე თამაში ლიეტუვასთან ჩაატარა და ისევ 0:3 წააგო. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში ჩვენი 17-წლამდელები ანალოგიური ანგარიშით ტურნირის მასპინძელ ყაზახებტან დამარცხდნენ.
ბალტიისპირელებმა ანგარიში 44-ე წუთზე გახსნეს, ხოლო 50-ე წუთზე ორი ბურთით დაწინაურდნენ. 59-ე წუთზე გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა  მესამე გოლი გაუშვა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
ლაშა თაბაგარი