მამარდაშვილი: „ჩემი მიზანი „ლივერპულის“ სასტარტოსთვის ბრძოლაა“

0
3

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილს, რომელიც „ვალენსიაში“ იჯარით თამაშობს, სურს „ლივერპულის“ ნომერ პირველი გოლკიპერი გახდეს.
„ზაფხულში „ლივერპულში“ გავემგზავრები და ჩემი მიზანი სასტარტოსთვის ბრძოლაა. მთელი ძალით ვივარჯიშებ, მაგრამ არ ვიცი კლუბში რას გადაწყვეტენ. ვინ ითამაშებს ჩემზე დამოკიდებული არაა“ – იუწყება მამარდაშვილის ნათქვამს ფაბრიციო რომანო.
მამარდაშვილმა „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2024 წლის 27 აგვისტოს კონტრაქტი გააფორმა და „ვალენსიამ“ მის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო მიიღო.
ლაშა თაბაგარი