„ტორპედო“ სომხეთის ჩემპიონთან დამარცხდა

0
3

ქუთაისის „ტორპედომ“, რომელსაც გერმანელი დრიკ შუსტერი წვრთნის, სანაკრებო მატჩებით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გამოწვეული პაუზა არმავირში სომხეთის მოქმედ ჩემპიონ „ნოასთან“ ამხანაგური მატჩით შეავსო.
განვლილი შეხვედრა მასპინძლებმა 1:0 მოიგეს. „ტორპედომ“ შემადგენლობა „ნოასთან“ დაპირისპირებაში ასეთი იყო:
პირველი ტაიმი: გოშაძე, სახო, პიმენტელი, ხარაბაძე, ბასილაძე, ჩერიფი, ზიტა, ითრაქი, ფაცაცია, ღუდუშაური, იონსენი.
მეორე ტაიმი: კლიაიჩი, კვერკველია, პიმენტელი, ვარლეი, ჩერიფი, ზიტა, გიგაური, ლიმა, პირესი, კოხრეიძე, დოს სანტოსი.
ლაშა თაბაგარი