მამუკელაშვილი ნბა-ს რეკორდსმენია

0
29

ახალი ქართული რეკორდი ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. სანდრო მამუკელაშვილმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. მატჩში, რომელშიც ქართველი ფორვარდის სან ანტონიომ ნიუ იორკი 120:105 დაამარცხა, მამუკელაშვილმა 19 წუთში 34 ქულა ჩააგდო და გააუმჯობესა მისივე რეკორდი, რომელიც 28 ქულას შეადგენდა. მამუკელაშვილმა 7-დან 7 სამქულიანი და 7-დან 6 ორიანი ჩააგდო.
ნბა-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა მოგვიანებით გაავრცელა ინფორმაცია ლიგის საყოველთაო რეკორდთან დაკავშირებით. მამუკელაშვილი გახდა პირველი კალათბურთელი ნბა-ს ისტორიაში, რომელმაც 1 მატჩში მოედანზე გატარებულ 20 წუთზე ნაკლებ დროში 34 ქულა ჩააგდო. მანამდე,ეს რეკორდი კარლ ენტონი თაუნსს ეკუთვნოდა, რომელსაც 20 წუთში 32 ქულა ჰქონდა ჩაგდებული. თაუნსი იყო მოედანზე ამ მატჩიც, რომელმაც ამჯერადაც 32 ქულა ჩააგდო, თუმცა 35 წუთში.
აღსანიშნავია, რომ სანდრომ მეორე პერიოდში 8, ხოლო ბოლო პერიოდში 11 წუთი ითამაშა. მისმა წარმოუდგენლად შედეგიანმა თამაშმა აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს იმედი გადაუწურა, ხოლო სან ანტონიოს გამარჯვება გაუნაღდა. სარეკორდო 34 ქულასთან ერთად მამუკელაშვილს ჰქონდა ასევე9 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა.
ცხადია, ამ შედეგით მამუკელაშვილი მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. სან ანტონიოს 29 მოგების წილ 39 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა. დარჩენილ 14 მატჩში მამუს გუნდს პლეი ოფში გასვლის თეორიული შანსი გააჩნია. მომდევნო შეხვედრას სან ანტონიო 22 მარტს, შინ, ფილადელფიასთან გამართავს.