მესი არგენტინის ნაკრებს ვერ დაეხმარება

0
8

ლიონელ მესი არგენტინის ეროვნულ ნაკრებს საზარდულის ტრავმის გამო მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვერ დაეხმარება. „ინტერ მაიამის“ 37 წლის ფეხბურთელი MLS-ის ბოლო ტურში სტუმრად საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში დაშავდა.
„ძალიან საწყენია, რომ ურუგვაისთან და ბრაზილიასთან მნიშვნელოვან მატჩებს გამოვტოვებ. თამაში ძალიან მინდოდა, მაგრამ უმნიშვნელო ტრავმის გამო ნაკრებს ვერ შევუერთდები. გუნდს მხარს გვერდიდან დავუჭერ ისევე როგორც ნებისმიეროი არგენტინელი გულშემატკივარი. წინ არგენტინა!“ – დაწერა არგენტინელთა კაპიტანმა სოციალურ ქსელში.
მიმდინარე სეზონში მესიმ ყველა ტურნირში ჩატარებულ 5 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები 22 მარტს სტუმრად ურუგვაის დაუპირისპირდება, ხოლო 26 მარტს ბრაზილიას უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი