რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა

0
13

საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები მარტში მოსამზადებელ შეკრებას თურქეთში გაივლის. რამაზ სვანაძის გუნდი, 17-დან 25 მარტის ჩათვლით ანთალიაში მოემზადება, სადაც 2 ამხანაგურ მატჩს გამართავს.
22 მარტს ჩვენი პირველი მეტოქე ვნისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ფინეთი იქნება, მეორე მეტოქე კი სერბეთის 21 წლამდე ნაკრებია, რომელსაც 25-ში დავუპირისპირდებით.
U21 | შემადგენლობა
მეკარეები:  უკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).
მცველები: საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი), ზურაბ რუხაძე (დილა გორი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (პოლესია ჟიტომირი, უკრაინა).
ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი ეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი).
თავდასხმელები: გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ჯადული იობაშვილი (თელავი), დავით გოცირიძე (გაგრა).
U21 | მარტის შეკრება
22 მარტი | ფინეთი V საქართველო | ანტალია | 18:00
25 მარტი | სერბეთი V საქართველო | ანტალია | 17:00
21-წლამდელთა ნაკრები, ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს 11 ივნისს, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს, 14 ივნისს საფრანგეთს შეხვდება და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, 17 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ევრო 2025 | მატჩების განრიგი:
11 ივნისი | პოლონეთი V საქართველო | ჟილინა
14 ივნისი | საფრანგეთი V საქართველო | ჟილინა
17 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | ტრენჩინი

ლაშა თაბაგარი