კვარაცხელიას პსჟ 1/4-ფინალში „ასტონ ვილას“ შეხვდება

0
14

პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდება, რომელსაც ესპანელი უნაი ემერი წვრთნის.
1/8-ფინალის პირველ მატჩში ინგლისურმა გუნდმა სტუმრად ბელგიის „ბრიუგეს“ 3:1 აჯობა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 50-ე წუთზე ანგარიში მარკო ასენსიომ გახსნა, ხოლო შვიდ წუთში ბელგიელთა კარი მატსენმა აიღო. 61-ე წუთზე ასენსიომ დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონამდე „ასტონ ვილა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის 1/4-ფინალში 1983 წლის შემდეგ პირველად გავიდა და მაშინ, ორი მატჩის ჯამში ტურინის „იუვენტუსთან“ დამარცხდა. ცნობისთვის, ბირმინგემელებმა 1982 წელს ჩემპიონთა თასი მოიგეს.
„ასტონ ვილა“ პარიზელებს 8 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო საპასუხო თამაში 15 აპრილს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი