პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერია ხვიჩა კვარაცხელიაა, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა. 1/8-ფინალის პირველ შეხვედრაშინ შინ „ლივერპულთან“ 0:1 წაგების შემდეგ, საპასუხო მატჩის წინ ფავორიტად ინგლისური გუნდი მიიჩნეოდა, მაგრამ ლუის ენრიკეს შეგირდებმა პრემიერლიგის ლიდერი „ენფილდზე“ დაამარცხეს.
მატჩის მე-12 წუთზე ბარკოლას გადაცემის შემდეგ, კონატე თავის საჯარიმოში ვარდნაში ბურთი ცუდად ჩაჭრა და უსმან დემბელემ ცარიელ კარში გაიტანა. ამის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მეკარესთან პირისპირ დატოვა ბარკოლა, რომლის დარტყმული ალისონმა ფეხით მოიგერია. ცოტა ხანში კვარაცხელიამ უკვეა მასპინძლების გოლკიპერთან მარტო დემბელე დატოვა, რომელსაც საჯარიმოში შესულს ბურთი გაექცა და ალისონის ნადავლი გახდა.
პირველ ტაიმში გოლის გატანა თავად კვარაცხელიას შეეძლო, როდესაც დემბელეს პასის შემდეგ საჯარიმოში მყოფმა ერთი შეხებით დაარტყა და ბურთი მცველს რომ არ შეხებოდა, დიდი ალბათობით კარში აღმოჩნდებოდა.
მატჩის უდავო გმირი პსჟ-ს მეკარე ჯანლუიიჯი დონარუმა იყო, რომელმაც არაერთხელ გამოსვლაზე ძალიან კარგად ითამაშა და რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია, პენალტების სერიაზე რომ არაფერი ვთქვათ.
მეორე ტაიმში სალაჰის დარტყმის შემდეგ, კვარაცხელიამ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. ძირითადი დროის დასრულებამდე ბევრი არაფერი რჩებოდა, რომ ქართველმა ლეგიოენრმა საჯარიმოს გარედან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
დამატებითი დრო დაინიშნა და კვარაცხელია 101-ე წუთზე შეცვალეს. 30 წუთი ისე მიილია, რომ ანგარიში არ შეცვლილა. პენალტების სერიაში დონარუმამ ივაჟკაცა და ორი დარტყმული მოიგერია – ნუნიესის და ჯონსის, ხოლო პარიზელებმა ყველა თერთმეტმეტრიანი გაიტანეს, რის წყალობით, 4:1 მოიგეს.
“ლივერპული” არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე პენალტების სერიაში პირველად დამარცხდა. პსჟ ჩემპიონთა ლიგაში/ჩემპიონთა თასზე მეორე ფრანგული გუნდია, რომელმაც თერთმეტმეტრიანების სერია მოიგო. პირველი “ბორდო” იყო – 1985 წელს დნეპროპეტროვსკის “დნეპრი” დაამარცხა.
პსჟ 1/4-ფინალში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ და „ბრიუგეს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ბირმინგემელებმა სტუმრად პირველ შეხვედრაში 3:1 გაიმარჯვეს.
ლაშა თაბაგარი





